გამოცემა „ჩიკაგოს სიახლეები“ 2017 წლის ყველაზე ღირსეული ავტომობილები გამოავლინა.
ჟურნალისტებმა ექვსი ნომინაცია განსაზღვრეს: „საუკეთესო სედანი“, „საუკეთესო SUV“, „საუკეთესო საოჯახო ავტომობილი“, „საუკეთესო თრაქი“, „საუკეთესო სპორტული ავტომობილი“ და „წლის ავტომობილი“.
„ჩიკაგოს სიახლეებმა“ ყველაზე-ყველაზე“ ავტომობილები ასობით საკუთარი მიმოხილვიდან ამოარჩია.
მაშ ასე, „საუკეთესო სედანი“ ჟურნალისტების აზრით არის Alfa Romeo Giulia Quadrifoglio. ტესტ-დრაივერებს დიზაინი, ფერარის ძრავი და შესანიშნავი მართვადობა მოსწონთ.
„წლის ქროსოვერად“ ჩიკაგოს სიახლეებმა ჰიბრიდული, ახალი თაობის Volvo XC60 T8 დაასახელა. ეს ტიტული ავტომობილმა სხვა კრიტერიუმებთან ერთად ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების გამოც მიიღო. ასევე, გამოცემამ აღნიშნა, რომ „შვედის“ ამერიკის ბაზარზე გამოჩენისას, გერმანული ბრენდები იძულებულები გახდნენ ამერიკის ბაზაზე ფასები შეემცირებინათ.
„საუკეთესო საოჯახო ავტომობილად“ კიდევ ერთი ჰიბრიდი – ქროსოვერი Kia Niro Touring დასახელდა. უპირატესობებს შორის ჟურნალისტებმა საწვავის ხარჯი, დიზაინი და მომგებიანი ფასი აღნიშნეს.
წლის „თრაქსი“ Ford F-150 Raptor აღმოჩნდა – მისი ერთ-ერთი პლიუსი გამავლობაა.
„წლის სპორტული ავტომობილი“ ჟურნალისტების აზრით, როდსტერი Mazda MX-5 Miata RF-ია და მისი უპირატესობა ისევ ფასია.
და ბოლოს „წლის ავტომობილი“ ჟურნალისტების მოსაზრებით არის Aston Martin DB11 V8. გამოცემაში აღნიშნავენ. რომ ეს არის ახალი ნომინაცია და მხოლოდ „განსაკუთრებულ“ ავტომობილებს ენიჭებათ, რომლებიც „დიზაინის, სიმძლავრისა და სტილის“ ეტალონს წარმოადგენენ.