აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, ამიტომ ჩიკაგოს ავტოსალონის ორგანიზატორებმა ღონისძიების მომავალი წლისთვის გადადება გადაწყვიტეს. ზუსტი თარიღი ჯერ–ჯერობით არ სახელდება.
ბოლო ინფორმაციით, ჩიკაგოს ავტოსალონი 2021 წლის 13–21 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეპიდვითარების გამო ყველაზე მასშტაბური ავტოსალონის გამართვა გონივრულად არ ჩათვალეს და თარიღები უკვე მესამედ შეიცვალა. საავტომობილო შოუს ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას გაზაფხულისთვის მაინც შეძლებენ.
ამასთან, ზუსტი თარიღის დასახელება მათ არ სურთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდვითარების მიხედვით მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად იქცევიან ლოს–ანჯელესის და ნიუ–იორკის ავტოსალონების ორგანიზატორებიც და ღონისძიების თარიღს ჯერ–ჯერობით არ ასახელებენ.
საინტერესოა, რომ მხოლოდ ჩიკაგოს ავტოსალონს ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.