LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის ავედი, არავის მოკვლა არ მინდოდა” – გარეჯში დაკავებული პირი ქართველ მესაზღვრეს ბოდიშს უხდის

3479
sdeu

14 იანვარს საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებულ მოქალაქეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუაფრდეს. გიორგი იჩუკაიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებას, იძულებასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისსათვის საშიში ძალადობის მუქარით მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან.

სხდომაზე იჩუკაიძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რა მოხდა 14 იანვარს, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მისი მიზანი არ იყო ქართველი მესაზღვრისთვის ზიანი მიეყენებინა და მან ბოდიში მოუხადა იმ მესაზღვრეს, რომელიც მძევლად აიყვანა.

„მე ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის. მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი არიან ჩემი ძმები. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე როცა იარაღი მეჭირა, მაშინ მოვუხადე ბოდიში იმ ბიჭს, რათა შევატყე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე და ჩიჩხიტურზე ასვლამდე თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც საუბრობდით. უბრალოდ მეკიდა ხელი იარაღზე, არ გამომიყენებია, დავიცავი სამშობლო.

რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით მე და ის მესაზღვრე, ერთად ვიცავდით საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ ერთი მეორეს გვერდში დგომით. ჰაერში არაფერი არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე არ გამისვრია. მინდოდა ჩიჩხიტურზე ასვლა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლოში რაც დავინახე ბორკილებია, რომ დამადეს და წამომიყვანეს“, – განაცხადა გიორგი იჩუკაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი იჩუკაიძე 14 იანვარს დააკავეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.