გარდენია შევარდნაძეში საახალწლო განწყობაა. ზურა შევარდნაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ბაღი წინა საახალწლოდ.
„ჩიჩილაკი ნამდვილი ქართული საახალწლო ცხოვრების ხეა. დაკავშირებულია სიწმინდესთან და ნაყოფიერებასთან. ბედნიერ, ბარაქიან და ჯანმრთელობით სავსე წლის მომტანად ითვლება.
„გარდენიაში“ ახლებურად ვაბრუნებთ ამ უძველეს ტრადიციას და ჩვენებური ჩიჩილაკის ნაძვის ხეებს ვაწყობთ“, – წერს ზურა შევარდნაძე.