LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იმუშავებს

172
magaroeli

მაღაროელებთან მიღწეული შეთანხმებების ამოქმედება იწყება.  დეტალები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანამდე მაღაროელები 10-დღის მანძილზე გაფიცულები იყვნენ.

ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას წყვეტენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხევდრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა განაცხადა ,რომ ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს.

რაც შეეხება ხელფასებს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება.

„მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული, შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები