LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

165
ფორტუნა - 2023-06-16T122954.583

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილის ფოტოს ფეისბუკგვერდი „მაღაროელი“ ავრცელებს.

„10 ადამიანი ვშიმშილობთ, ჩვენი მინიმალური მოთხოვნები გულთან საერთოდ არ მიიტანეს“ – ჭიათურაში პროტესტი გრძელდება 

„აი, ეს შედეგი გამოიღო მოლაპარაკებებმა. აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა“. – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

 

აი ეს შედეგი გამოიღო მოლაპარიკებებმა აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა.

Posted by მაღაროელი on Friday, June 16, 2023

 

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 მაისიდან  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. ამასთან, უკვე მე-5 10 მაღაროელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები 14 საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან

სხვა საკითხებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა.

 

 

 

 

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე – კომპანიის მენეჯმენტთან.

უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ 15 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაცინო შეთანხმება.

კომპანია ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, ხოლო ხელფასის მატება კომპანიის წინადადებით განისაზღვრება – 5%-ით. ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გარდა 5%-იანი ხელფასის მატებისა, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.

განცხადების თანახმად, ასევე, კომპანია სთავაზობს ჯორჯიან მანგანეზის ყველა თანამშრომელს, მათ ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს. ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60%-ი.

“კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს კომპანიამ ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.

შეცვლილი სამუშაო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12- საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა” , – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები