LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს

50

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

“პირველადი დათვალიერებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა წესი დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაველოდებით გამოძიებას და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მაღაროში 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ, ღამის 3 საათზე, მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები