ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
როგორც ცნობილია, პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
საგულისხმოა, რომ რამდენიმე ხნის წინ პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.
Posted by მაღაროელი on Sunday, 18 June 2023
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 მაისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. ამასთან, უკვე მე-5 10 მაღაროელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები 14 საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
სხვა საკითხებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა.
უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან