ყველგანმავალი Chevrolet Suburban გახდა პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავის გახსნის ღირსი გახდა. ავტომობილი უკვე 67 წელია ეკრანებიდან არ ჩამოდის და 1750–ზე მეტ ფილმსა თუ სერიალშია გადაღებული.
კროსოვერის პირველი კინოდებიუტი 1952 წელს შედგა. დაწყებული 1956 წლიდან ავტომობილს სტაბილურად, წელიწადში ერთ პროექტში მაინც იღებდნენ. ასე რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მან ეკრანზე გაბრწყინება ბევრჯერ მოასწრო. აღსანიშნავია, რომ Suburban–ის მონაწილეობი 30–ზე მეტმა ფილმმა სხვადასხვა პრემიისა თუ ნომინაციის მიღება მოახერხა.
ყველგანმავალის შემქმნელების აზრით, მოდელი ნებისმიერ პერსონაჟს უხდება, იქნება ეს ცუდი გმირი, პოლიციელი თუ სამაგალითო მეოჯახე. ამასთან, კროსოვერს ყველა სცენისთვის განსაკუთრებული ხიბლის შეძენა შეუძლია.
Chevrolet Suburban-ს ფილმოგრაფიაშია ისეთი ნამუშევრები როგორიცაა: „ჯონ უიკი“, „ტრანსფორმერები“, „მანქანები“, „შურისმაძიებლები“ თუ „მკვლელები“.