LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet-ის ელექტრომობილებმა 5 თვეში 7 მილიონი კილომეტრი გაიარეს

42

Chevrolet-ის ელექტრომობილებმა 5 თვეში 7 მილიონი კილომეტრი გაიარეს. ელექტროქარი Chevrolet Bolt ამერიკულ ბაზარზე გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა და მას შემდეგ ის 3,5 ათასმა ადამიანმა შეიძინა. მოდელი ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე შტატში – კალიფორნიაში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, მასაჩუსეთში, ვირჯინიაში, ვაშინგტონში, ორეგონსა და ნიუ-იორკშია ხელმისაწვდომი, თუმცა რამდენიმე თვეში მისი შეძენა ამერიკის მთელ ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ მომენტისთვის Bolt-ის მფლობელები საშუალოდ 85 კმ.-ს გადიან, რაც მათ 662,5 ათასი ლიტრი საწვავის დაზოგვის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ელექტრომობილის ფასს, მისი შეძენა 36,6 ათას დოლარადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები