LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet-ი სპეციალურად პლაჟისთვის ახალ პიკაპს წარმოადგენს

87

კომპანია Chevrolet-მა კონცეპტუალური პიკაპი Colorado Z71 წარმოადგინა, რომელიც ტუნინგ-შოუ SEMA-ზე გამოჩნდება. პროტოტიპის წარმოებაში ავტომწარმოებელს Nike-ის საკუთრებაში არსებული კომპანია Hurley დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ Hurley სერფინგის მოყვარულთათვის სპეციალურ აქსესუარებსა და ტანსაცმელს აწარმოებს.

ავტომობილი სპეციალური ყუთებით დაკომპლექტდა, რომელიც უკანა ნაწილშია განთავსებული. საბარგული კომპანია Thule-მ დაამზადა. ახალი ლამაზმანი აღჭურვილია სპეციალური განყოფილებებით, სადაც შესაძლებელია სერფინგისთვის საჭირო აქსესუარების განთავსება.

ინტერიერში Hurley-ს რამდენიმე ლოგოა განთავსებული, ასევე სავარძელი Colorado Z71, რომელიც წყალგამძლე მატერიალითაა დამზადებული.

პიკაპი აღჭურვილია 3.6 ლიტრიანი V6 ტიპის გამწევით, რომელიც 312 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 372 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. გამწევი რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები