Chevrolet Corvette ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად ითვლება, თანაც მიუხედავად იმისა თუ რომელ წელსაა წარმოებული. სპორტქარის წინა თაობა აღჭურვილია აგრეგატით, რომელიც საბაზისო კომპლექტაციაში 450 ცხენის ძალას ავითარებს. ტექნიკური მახასიათებლების დამსახურებით, მოდელი პირველ 100 კმ-ს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. თუმცა, ყველა ეს მახასიათებელი წინ სვლის დროს იზომება. ამერიკელმა სკოტ ბერნერმა გადაწყვიტა, სპორტქარი უკან სვლისას დაეტესტა.
ექსპერიმენტის დროს მამაკაცი შემთხვევით გინესის წიგნის რეკორდებში მოხვდა.
უკან გადაადგილების დროს Corvette C7-ის საჭესთან მოკალათებულმა სკოტმა 1600 მეტრი წუთსა და 15,18 წამში გაიარა. ცდის დროს მძღოლმა 87 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. როგორც რეკორდსმენი აღნიშნავს, თავის შესაძლებლობებში ეჭვიც არ შეჰპარვია, რადგან მსგავსი სიჩქარე ადრეც არაერთხელ განუვითარებია. თუმცა, ეს შემთხვევა იმ ფაქტით იყო განსხვავებული, რომ მსვლელობას გინესის წიგნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.