Chevrolet Camaro-ს გაყიდვები, წარმოების გაჩერებამდე ცოტა ხნით ადრე ორჯერ გაიზარდა. 2023 წლის გასულ რამდენიმე თვეში მყიდველი 9957-მა კუპემ და კაბრიოლეტმა იპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110,3%-ით მეტია. სამი თვის ჯამში Camaro ლამის დაეწია Ford Mustang-ს (10 760 ერთეული), სეგმენტის ლიდერი კი ისევ Dodge Challenger-ია (12 904 ერთეული), რომელიც კონვეიერს ასევე უახლოს მომავალში დატოვებს. „პენსიონერების“ წარმატების საიდუმლო „გამოსამშვიდობებელი“ სპეც-ვერსიებია.
Chevrolet Camaro-ს 2024 წლიდან აღარ გაყიდიან, ხოლო გამოსამშვიდობებელი სპეც-ვერსია Collector’s Edition შოუ რუმებში ზაფხულის ბოლოსთვის გამოჩნდება. ტირაჟთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს, ამიტომ არსებობს დიდი შანსი რომ General Motors-ის მასლ-ქარმა „პენსიაზე“ გასვლის წინ ყველა რეიტინგი დაიპყროს. ამასთან, ისტორიის ნაწილი გახდება Dodge Challenger-იც ხოლო Ford Mustang-მა თაობა შეიცვალა, ასე რომ ბრძოლა საკმაოდ საინტერესო იქნება.