Chevrolet-მა 2023 წლის ელექტრონული ჰეტჩბეკის Bolt Ev-ის და მისი კროს-ვერსიის Bolt EUV-ის ფასები შეამცირა. ამიერიდან ისინი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტროქარები იქნებიან და ფასი 26 595 დოლარიდან დაიწყება. თუმცა, ასეთმა სიახლემ დიდად ვერ გაახარა 2022 წლის Bolt-ის მყიდველები, რომლებმაც ელექტროქარში მინიმუმ 31 500 დოლარი მაინც გადაიხადეს. მათ chverolet კომპენსაციის სახით 6000 დოლარს სთავაზობს, თუმცა არის ერთი პირობა: პრეტენზიის გამოთქმა ავტომობილის აალების შემთხვევაშიც კი არ შეეძლებათ.
Bolt 2022-ის მყიდველებს კომპენსაციის მიღების შესახებ განაცხადის შევსება Chevrolet-ის საიტზე შეუძლიათ. განაცხადში რამდენიმე პირობაა მოცემულია და ერთ-ერთია პრეტენზიის არ ქონა General Motors-ის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ელექტროქარს რამე დაემართება.
კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ შეთანხმება მომხმარებელს როგორც კერძო ისე კოლექტიური სარჩელის შეტანის უფლებას ართმევს.