LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნობილის ზონაში რადიაციის გაზრდილი დონე დაფიქსირდა: უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია

149
1

რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების შემდეგ, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ზონაში გაზრდილი რადიაცია დაფიქსირდა.

ამის შესახებ “უნიანი” უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რადიაციის დონის ცვლილების მიზეზების დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან ტერიტორია მოწინააღმდეგის მიერ არის ოკუპირებული:

“ზონის რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები, გადაჭარბებულია მნიშვნელოვანი რაოდენობით.

მაგრამ ახლა ამ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და სამხედრო ბრძოლის გამო, ზონაში რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა შეუძლებელია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უტევდნენ, თუმცა მათ უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ რუსმა შენაერთებმა ელექტროსადგურის დაკავება შეძლეს.

“რუსებმა დაიპყრეს ჩერნობილის სადგური. სადგურის თანამშრომლები მძევლად არიან. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას”, – დაწერა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველმა ალიონა შევცოვამ “ფეისბუქზე”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები