LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩერის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვე და მისთვის ოპერაციის გაკეთება მშობიარობამდე არ შეიძლებოდა“ – ედ შირანი დუმილს არღვევს

240
UntitledTR

გასულ წელს, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსი, ედ შირანი და მისი მეუღლე, ჩერი სიბორნი მშობლები მეორედ გახდნენ, მათ ქალიშვილი შეეძინათ. გასულ წელს ედი ხშირად არ ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე და მისი მუსიკალური კარიერა ფაქტობრივად დაპაუზებული იყო.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ედის მეუღლეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შირანმა „ინსტაგრამ“ პოსტის საშუალებით, სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც ირკვევა, ჩერის ეს დიაგნოზი ორსულობის დროს დაუსვეს და სანამ ის არ იმშობიარებდა, ქირურგიული ჩარევა დაუშვებელი იყო.

„გასული წელი იყო შიშის, შფოთვის და დეპრესიის პერიოდი, ჩერის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მისთვის ოპერაციის გაკეთება მშობიარობამდე არ შეიძლებოდა“, – წერს მომღერალი.

31 წლის შირანმა ისიც განაცხადა, რომ ყოველივე ამის გამო ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მაგრამ როგორც ჩანს ახლა ყველაფერი დასრულდა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, ჩვენს ოჯახში მატებაა“ – ედ შირანი მამა მეორედ გახდა

ედ შირანის Perfect ყველა დროის ყველაზე სმენად № 1 საშობაო სიმღერად დასახელდა – ნახეთ საუკეთესო ხუთეული

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ed Sheeran (@teddysphotos)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები