LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭერი დამეცა თავზე… ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი ვის მოხსნიან სამსახურიდან”

115

ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ერთ-ერთი დაშავებული, ჟურნალისტი გიორგი საკარული მოვლენების განვითარების შესახებ წერს.

როგორც ის ამბობს, მან როგორც დაზარალებულმა, მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მიიღო, რომლითაც მგზავრობის ხარჯებს ფარავს (საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს მიღებული ტრავმის გამო)

ის ასევე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში განმეორებითი კვლევა სჭირდება, რომელსაც ამ ერთჯერადი დახმარებით ვერ დაფარავს.

როგორც საკარული წერს, ამ ამბავს ბოლომდე ჩაყვება და სიუაციის გამოსწორებას ეცდება.

“მოკლედ, გიამბობთ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც დავშავდი მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი მიზანია შეიქმნას პრეცედენტი, თუ როგორ უნდა დაიცვას ევროპულ-განვითრაებულ სახელმწიფოში ადამიანმა საკუთარი უფლებები სახელმწიფოს მხრიდან ზიანის და ზარალის მიყენების შემთხვევაში.

30 იანვრიდან, 16 დღის თავზე, ერთჯერადი დახმარების სახით (როგორც გამგეობაში მითხრეს ეს იყო დედაქალაქის მერის კეთილი ნება), ჩამერიცხა თანხა. გამომდინარე იქიდან რომ ბ-მა ვატო შაქარიშვილმა (საკრებულოს წევრი, ქართული ოცნებიდან) „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსის“ პირდაპირ ეთერში ხართაღრიცხვა ცხვირზე ამაფარა და ფაქტიურად მითხრა, რომ ნახე რა მაგრები ვართ, რადგან პირველადი გადაუდებელი დახმარება, პირადად შენი დაჯდა ამდენი, ამდენი, ამდენიოო (სავარაუდოდ ჩემგან მადლობის თქმას ელოდა), მეც რა თქმა უნდა, დავწრილმანდები და გეტყვით, რომ გამგეობისგან ჩარიცხული თანხით ვფარავ ტაქსის ფულს ანუ მგზავრობის, რადგან ამ ეტაპზე ვერ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ( მეტროში კარგა ხანს ხომ საერთოდ ვერავინ შემიყვანს, შიშები დამჩემდა 🙂 ). რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპზე თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ, თუმცა მალე ვსაჭიროებ განმეორებით გამოკვლევას, რასაც მიღებული თანხით მოვახერხებ. ამის შემდეგ მეცოდინება რა კვალი დატოვა ჩემს ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე მომხდარმა ფაქტმა.

მინდა ავღნიშნო, რომ არანაკლებ ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც 30 იანვრის შემთხვევის გამო ჩემზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

ჩემს ქვეყანაში რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის და ევროპული სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ ეს კარგად ვიცი, თუმცა ამ შემთხვევამ (რაც ჭერი დამეცა თავზე) მწვავედ დამაფიქრა იმაზე, თუ კერძოდ რაშია საქმე, სად არის პრობლება, კანონმდებლობაში, თუ ჩინოსანთა გულგრილობაში?

ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი პავლეს მოხსნიან სამსახურიდან და სავლეს დანიშნავენ თუ არა, ჩემთვის მთავარია, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები ჩემს სამშობლოში!!!

შესაბამისად, ვაპირებ საკითხს ბოლომდე ჩავუღრმავდე, გამოვიყენო ყველა ბერკეტი და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლებლემა, რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დადგეს. რატომღაც ადამიანები შეგუებული ვართ, რომ თუ ზარალს-ზიანს სახელმწიფო გვაყენებს უნდა დავყაბულდეთ იმას, რასაც გაიღებენ სამოწყალოდ.

P.S. დღეს ნიუსი წავიკითხე : ესპანეთის ძალოვანი სამართალდამცავები ორ ტერორისტთან არაჰუმანური მოპყრობის გამო დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, ესპანეთი ვალდებულია მათ მორალური კომპენსაცია გადაუხადოს”, – წერს გიორგი საკარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები