LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი: „რა ტრავმებს იგვარებს იაგო ხვიჩია ამ გარდატეხის ასაკის „კაჩაობით?“

332
Untitled design (1)

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომლის თანახმად, გასულ ღამეს, პარტიის ოფისში მისულმა მოქალაქემ მას და მის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მოვიდა ოფისში გასა****ებლად, თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა – ეს ყველაფერი „ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდითაა გამოწვეული“ – იაგო ხვიჩია

„იაგო ხვიჩიას ბავშვობაში ქურდობა უნდოდა და დასცინეს? თუ რა ტრავმებს იგვარებს ამ გარდატეხის ასაკის კაჩაობით?“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

იაგო ხვიჩიას ბავშვობაში ქურდობა უნდოდა და დასცინეს? თუ რა ტრავმებს იგვარებს ამ გარდატეხის ასაკის კაჩაობით?

Posted by Tamara Chergoleishvili on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024

ცნობისათვის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის ოფისში ერთი ადამიანი მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც, მისი ხელი მოხვდა. „მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ, რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ. არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან“, – განაცხადა იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები