LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო..“ – რა კადრებით ეხმაურება ნუცა ბუზალაძე ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალებას

2763
fot (1)

გუშინ, 24 მაისს გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.

ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. მას მიღებული აქვს რვა „გრემის“ ჯილდო, ის ატარებდა „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალურ ტიტულს.

ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორის ნუცა ბუზალაძე, რომელმაც ამერიკის მეგაშოუ American Idol-ში მონაწილეობის დროს, შესარჩევი ტურების ბოლო რაუნდში, სწორედ ტინა ტერნერის სიმღერა „Proud Mary“ შეასრულა. ამ სიმღერის დასრულებისას ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ. კეტი პერიმ კი აღნიშნა: „ჩვენ გაგიჟებული ვართ ნუცაზე.”

ნუცა სწორედ ამ ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ ტინა ტერნერი მისი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები