LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის მთავარია მამაჩემი მყავდეს ბედნიერი, მან დიდი წვლილი შეიტანა ხელოვნებაში, სათანადოდ რომ ფასდებოდეს ხელოვნება, ეს საერთოდ კარგი იქნება“ – ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნაზე

1240
ლენუკა მზა

„ჩემთვის მთავარია მამაჩემი მყავდეს ბედნიერი, ჯანმრთელი და სანერვიულო არ ჰქონდეს არასოდეს,“- ლენუკა ყიფშიძე, მამის, ზურა ყიფშიძის სახელობის ვარსკვლავის გახსნას, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება:

„მინდა, რომ მშვიდი და ტკბილი სიბერე ჰქონდეს თავის დიდ ოჯახთან ერთად..

მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ხელონებაში..

საქართველოს მოსახლეობას უყვარს.. ეს რამხელა რამ არის.

სათანადოდ რომ ფასდებოდეს ხელოვნება, ეს ხომ საერთოდ ძალიან კარგი იქნება..

მიყვარხართ ვინც დააფასეთ მამა, მოხვედით, გულით ულოცავდით..

მე არასოდეს არ დამავიწყდება ის კადრი – გარეთ ზღვა ხალხი იდგა იმიტომ, რომ  ენახათ ზურას ვარსკვლავის გახსნა… რამდენი ადამიანი ვერ დაესწრო სამწუხაროდ..

? მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა
ვიდეო: fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2023

მიყვარხართ უღრმესი მადლობა ყვეეელას,“- წერს ლენუკა ყიფშიძე.

ვიდეო: ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი „როცა აყვავდა ნუშის“ მუსიკის ფონზე გაიხსნა – მსახიობის ემოციები

„ესეც მამიჩემის ვარსკვლავი, მადლობა“ – რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ყიფშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები