LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო: ანა დოლიძე

207
99003697-705111216915084-5942142860957581312-o.jpeg

„ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მის კანდიდატურას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მისივე პოლიტიკური დღის წესრიგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიას მისთვის მხარი რომ დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იქნებოდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

“მე ადრე შევთავაზე, დავაყენე ჩემი კანდიდატურა, რომ სიგნალი მიმეცა ოპოზიციისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ წარვადგინე ჩემი თავი, მთლიანად ოპოზიციისთვის, რომ მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელსაც არ ჰქონდა „ნაციონალებთან“ რაიმე კავშირი. მთავარ კოზირს არ მივცემდით ხელისუფლებას, რომ მხოლოდ „ნაციონალები“ არიან მეორე მხარეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის შუაშისტებს, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო. ეს იქნებოდა მაშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პლიუს ყველა შუა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები