LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, მაშინ არანაირი გაშუქება და რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს, რადგან…: თემო საჯაია 

465
თემო საჯაია

„ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობა დაინგრა“, –  ასე ეხმიანება მომღერალი თემო საჯაია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.

საჯაია 2009 წლის 25 აპრილს მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მედიას მომხდარი არ გაუშუქებია, რადგან „მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის „შემკვეთ-შემსრულებლები“.

„ბათუმი

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს…

პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც 2009 წლის 25 აპრილის ღამით “ვარსკვლავების აკადემია”-ის შენობა დაინგრა და სასაწაულებრივად გადავრჩით მონაწილეები, მაგრამ ორი მემონტაჟე გარდაიცვალა.

მაშინ არანაირი გაშუქება და რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს,მიზეზი მარტივი იყო, მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის „შემკვეთ-შემსრულებლები“…

იმედს ვიტოვებ, დღეს ნათელი მოეფინება ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს და ყველა დამნაშავე დაისჯება, რადგან აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები…

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს…“, – წერს თემო საჯაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები