LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირ პირობებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა – კახი კახიშვილი

97

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, ამბობს, რომ მასსა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს, რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე. თავიდან განთავსდა მე-9  დაწესებულებაში, შემდეგ საკუთარი სურვილით და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში გადავიდა. იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო,“ – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე იგი იმყოფებოდა კახიშვილთან და შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები