მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ მოსამართლეების სანქცირების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამერიკის ათწლიანი ვიზა აქვს, მაგრამ მას უპრობლემოდ დათმობს.
„ძალოვანო სტრუქტურებო და ყველა, ვინც არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ყველას მოგმართავთ. დანარჩენი ახლა, რაც დავინახეთ, სულ თვალწინ მიდგას ის კადრი, პოლიციელი დროშას რომ იღებს და კოცნის მარტის დღეებში, ისე შემოგევლეთ თქვენ.
თქვენი იმედი აქვს მთელ საქართველოს და საზოგადოებას. თქვენ არ უნდა ჩამოინგრეთ და ბულინგის ქვეშ არ უნდა მოჰყვეთ, რომ, ამ ვიზებს წაგართმევთ და ვაი, დაგასანქცირებთ. წაიღონ ყველაფერი, თუ გინდათ, ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ.. ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის. საერთოდ არანაირი კავშირი მაქვს სულიერი დღესდღეობით“. – განაცხადა უცნობმა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე