LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს შვილს მისწერა უცხო ახალგაზრდა მამაკაცმა, სთხოვა ფოტო გამოგზავნე შენიო” – ლულუ კახიანი

348
ლულუკახიანი

ლულუ კახიანი რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელიც მის შვილს შეეხება. როგორც ლულუ გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი” ჰყვება, მის გოგონას უცნობი მამაკაცი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

“რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ჩემს შვილს, ალბათ იყო 11 წლის მაშინ, მესენჯერში მისწერა უცხო ახალგაზრდა მამაკაცმა. შენს მეგობრებსაც ვეკონტაქტებიო. შემდეგ თვითონ ნინი მიხვდა, რომ ეს საუბარი არაკომფორტული და არასასიამოვნო იყო მისთვის, იმიტომ რომ მან სთხოვა, ფოტო გამოგზავნე შენიო. ამან დაბლოკა, მაშინვე უთხრა ბებიას, ჩვენ. მაშინ მამამისმა გამოაქვეყნა კიდეც საჯაროდ სოციალურ ქსელშიც მისი ფოტო. ჩვენ ვწერდით და ვრეკავდით ამ პროფილზეც, მაგრამ უკვე წაშლილი იყო პროფილი. შსს-ს გამოხმაურებაც იყო. რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდნენ ამ ბიჭის ვითომ ნათესავები, ეს ბიჭიც მე მგონი, დაგალაპარაკებთო. ასეთი რაღაც თქვეს, რომ ეს არ იქნებოდა მისი მოწერილი და ვიღაცამ ისარგებლა ან გაუტეხა პროფილი და ასე მიწერა. თუმცა ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება შენიღბვა დამნაშავის და ხშირად არიან კიდეც დამნაშავეები ეს ადამიანები”, – ამბობს ლულუ კახიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები