LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს შვილს ასამართლებენ იმიტომ, რომ არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული პუტინს – გიული ალასანია

253
BeFunky-collage (2)

“ჩემს შვილს ასამართლებენ იმიტომ, რომ არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული პუტინს”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მედიასთან გააკეთა, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვის პარალელურად გამართულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

სააკაშვილი მოსამართლეს: დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, გუშინდელ სერიაში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადი, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი

სააკაშვილი: ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ ვადა

“მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს კიდევ ასამართლებენ ჩემს შვილს. ვერაფრით გაიგო ამ ხალხმა, რომ პუტინს დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი.

აი, ეს რეალობა ვერ დაინახა ამ ხალხმა და ასამართლებენ ადამიანს, რომელმაც წლების მანძილზე, მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც უპირისპირდებოდა პუტინს. ყველა იყო დამუნჯებული, დაყრუებული და გაზარდეს მონსტრი [პუტინი], რომელიც დღეს მივიღეთ და ხოცავს ამდენ ადამიანს უკრაინაში”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვა ვრცლად:

სააკაშვილი: ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?!

სააკაშვილი ოპოზიციას: გვეყო პარლამენტარობის თამაში

სააკაშვილი: “ფუ, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ..”

სააკაშვილი: ხელისუფლება ამზადებს რუსეთისთვის ჩემს გადაცემას.. ამ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები