ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებაზე ისაუბრა.
“არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე,”- აღნიშნა უგულავამ.
8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს და ის საქართველოში სისხლის სამართლის 10 საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.