ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს, ზვიადაურზე თავად იქნება პასუხისმგებელი.
“თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე და თუ გავალ ჩავიკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი.” აცხადებს ქუცნაშვილი
თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი, – აცხადებს ქუცნაშვილი
“ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე”, – თქვა ქუცნაშვილმა.