LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები…იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ” – მერაბ დვალიშვილის მიმართვა

261
მერაბ-დვალიშვილი

UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

მისი თქმით, მას არასდროს არ ჩაუდენია საქციელი, რომელიც მის ქვეყანასა და ოჯახს შეარცხვენდა.

,,გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე.

ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ.

ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში ყველამ კარგად იცის რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას,არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არსდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში.

ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.
გთხოვთ ყველას შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციებს.მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე…!”, – წერს მერაბ დვალიშვილი.

ვახო ბიჭიკაშვილი მერაბ დვალიშვილის მხადასაჭერ პოსტს აქვეყნებს: „მერაბი ჰომოფობი არ არის!.. ჩემთვის უკვე დიდი ხანია, ძმობის, მეგობრობის და ადამიანობის ჩემპიონია…“

„ბოდიში, მერაბს არ შეეძლო ეს გაეკეთებინა, რადგან მისთვის საქართველო უპირველესია. ქართული პატრიოტიზმის, წესიერების, შრომისმოყვარეობის განსახიერებაა“ – გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები