LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელია“ – „ფორბსის” საუკეთესო გამონათქვამები ყოველდღიური მოტივაციისთვის

1140
ციტატები

რა თქმა უნდა, ყოველდღიური სირთულეების ფონზე რთულია ოპტიმიზმის შენარჩუნება, თუმცა იმედის დაკარგვა მაინც არ ღირს, რადგან ყველაფერი ცუდი მთავრდება და აუცილებლად კარგი იწყება. ზუსტად ასე ფიქრობს ჟურნალ „ფორბსის” გამომცემელიც, რომელმაც ცნობილი ადამიანების საუკეთესო გამონათქვამებს მოუყარა თავი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

დაიწყე დღეს და იქიდან, სადაც ახლა ხარ, გამოიყენე ყველაფერი, რაც გაქვს და გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია (არტურ ეში).

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი, როცა დაიბადა, მეორე – როცა მიხვდა რისთვის დაიბადა (მარკ ტვენი).

დაიჯერე, რომ შეგიძლია და ნახევარ გზას მიზნისკენ უკვე გაივლი (თეოდორ რუზველტი).

არ შეგეშინდეს ოცნების, იცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელსაც ნატრობ და აუცილებლად ყველა სურვილი ასრულდება! (ჰენრი დავიდ ტორო).

გამარჯვება – ყველაფერი არაა, მთავარი მუდმივად გამარჯვებისკენ სწრაფვაა (ვინს ლომბარდი).

უკეთესია იცოდე, რომ კარგ შედეგს მიიღებ, ვიდრე გქონდეს საუკეთესოს იმედი (უორენ ბაფეტი).

არ ღირს გეგმებით ცხოვრება. ნამდვილი ცხოვრება ისაა, რაც მაშინ ხდება, სანამ შენ მომავალს გეგმავ (ჯონ ლენონი).

ყველაზე რთული დაწყებაა, დანარჩენი შენს სიჯიუტეზეა დამოკიდებული (ემილია ერჰარტი).

როცა ბედნიერების ერთი კარი იხურება, მაშინვე მეორე იღება, თუმცა ადამიანები ისე აშტერდებიან პირველს, რომ მეორეს ვერ ხედავენ (ელენ კელერი).

ჩემს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელია“ (ნაპოლეონ ბონაპარტე).

თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ არ გექნება შეცდომის დაშვების თავისუფლება (მაჰათმა განდი).

არ ღირს უსაქმურობა და დროის უაზროდ კარგვა, რადგან მანამდე კლავ დროს, სანამ დრო თვითონ არ მოგიღებს ბოლოს (ჯიმ რონი).

მტრებზე შურისძიების საუკეთესო საშუალება – წარმატების მიღწევაა (ფრენკ სინატრა).

სუსტი ადამიანი სხვის მიბაძვას ცდილობს, ძლიერი არავის ჰბაძავს, რადგან იცის, რომ სხვებზე კარგია და მისაბაძი არავინაა (არისტოტელე).

კრიტიკისგან დაღწევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – არ თქვა არაფერი, არ აკეთო არაფერი, არ იყო არავინ (ზიგ ზიგლერი).