LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?! – გოგა ხაჩიძე ღარიბაშვილს

77
77

ყოფილი მომღერალი, ჯგუფ “სახის” წევრი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე პრემიერ მინისტრს სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართა.

„ხაჩიძე ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს კისტის თოფი, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულა.

„2012 წელს, როდესაც შსს მინისტრი იყავი. სურამში, ჩემი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეთ.

ჩხრეკის შედეგად, მე რომ ბავშვობაში მაჩუქეს, ის კისტის თოფი წაიღეთ.

იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე…

ჰოდა, ამხელა კაცი ხარ, არ გიტყდება მაინც?

ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?! ” – წერს ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები