LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შედეგი გასაუქმებელია: საქმე სასამართლოშია

48

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანმა სასამართლოში უეფას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შედეგის გამო.
ტიპი ორგანიზაციას 1.5 ათას ევროზე ოდნავ მეტს თხოვს.

„ატლეტიკოს“ გულშემატკივარმა ხოსე ანტონიო კამპონმა სასამართლოში საქმე ლიგის ფინალში უსამართლო შედეგის გამო აღძრა. კამპონის აზრით, „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა გოლი თამაშგარედან გაიტანა. ამ ინციდენტმა კი თამაში შეცვალა და ერთ-ერთ გუნდს უპირატესობა მოუტანა.

სეზონური აბონემენტის მფლობელი უეფას 1600 ევროს თხოვს – 150-ს ბილეთის ღირებულებისას და 1500-ს მორალური ზიანისთვის.

ქომაგის ადვოკატის კარლოს მენდესის თქმით, ეს სიტუაცია არ გამოირჩევა სხვა შემთხვევებისგან, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს არღვევს.

„როდესაც კინოში მიდიხართ და იქ ხმა არ არის, ფულს ხომ გიბრუნებენ? აქაც იგივეა. ეს რეგლამენტია და მისი დაცვაა საჭირო. ამიტომ მივმართავთ დამსაქმებელსაც (უეფა) და მის თანამშრომელსაც, არბიტრ მარკ კლატენბურგს“, – განაცხადა იურისტმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში ერთმანეთს ორი მადრიდული გუნდი შეხვდა. „რეალი“ მე-15 წუთზე სერხიო რამოსმა დააწინაურა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „რეალმა“ იყოჩაღა – 5:3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები