LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი – ერთი დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე

26

ხვალ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში უელსი აღმოჩნდება. კარდიფში, ”მილენიუმ სტადიონზე” ერთმანეთს ევროპის ორი საუკეთესო კლუბი: ”რეალი” და ”იუვენტუსი” დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა გამარჯვებით დაასრულა საშინაო ჩემპიონატი და შესაბამისად, ორივეს აქვს ”ოქროს დუბლის” შესრულების შანსი.

მადრიდელები  გამარჯვების შემთხვევაში გახდებიან ერთადერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც  ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო.

საინტერესოა,რომ:

  • აქამდე არცერთ გუნდს ტურნირის ისტორიაში ზედიზედ ორი გამარჯვებისათვის არ მიუღწევია.
  • ამ მიღწევასთან ახლოს იყო ”ბარსელონა”,რომელიც 1993-94 წლების სეზონის ფინალში ”მილანთან” დამარცხდა , ლომბარდიელებს კი მომდევნო, 1994-1995 წლების სეზონის ფინალში ”აიაქსმა” სძლია.
  • ”დუბლის” შესრულება ვერც ”აიაქსმა” შეძლო.ჰოლანდიელები  1995-96 წლების სეზონის ფინალში ”იუვენტუსთან” დამარცხდნენ.
  • 1996-97 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონი ”იუვენტუსი” ფინალში გავიდა და იქ დორტმუნდის ”ბორუსიასთან” დამარცხდა.
  • 11 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ”მანჩესტერმა” მოიგო,რომელმაც მომდევნო სეზონშიც იასპარეზა ფინალში,თუმცა მატჩი ”ბარსელონასთან” დათმო.
  • ”რეალს” თავის ისტორიაში მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასებიდან არცერთი არ მოუგია იმ წლებში,რომელთა ბოლო ციფრიც კენტია. მას შემდეგ,რაც ტურნირს ”ჩემპიონთა ლიგა დაერქვა,სამეფო კლუბმა ჩემპიონთა თასი 1998, 2000, 2002, 2014 და 2016 წლებში აღმართა.
  • ისტორია ამბობს,რომ ყოველ მეშვიდე წელს ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად იტალიური კლუბი იგებს. 1995-96 წლების სეზონში ჩემპიონი ”იუვენტუსი” გახდა, 2002-03 წლების სეზონში ”მილანი”, ხოლო 2009-10 წლების სეზონი ”ინტერის” ტრიუმფით დასრულდა.
  • ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძლის სტატუსით ”ბებერი სინიორა” სარგებლობს,ამიტომ ”რეალის” ფეხბურთელები თეთრი მაისურებით ვერ იასპარეზებენ.ხვალ გასამართ ფინალში ”ბლანკოსის” მოთამაშეები იასამნისფერ ფორმებში იქნებიან გამოწყობილნი

3 ივნისი, 2017 წელი

უელსი,კარდიფი, ”მილენიუმი”

უეფას ჩემპიონთა ლიგა,ფინალი

22:45 ”იუვენტუსი” – ”რეალი”

სავარაუდო შემადგენლობები:

”იუვენტუსი” : ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალვეში, პიანიჩი, ხედირა, ალექს სანდრო, დიბალა,მანჯუკიჩი, იგუანი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია)

 ”რეალი” : ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო,კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდო

 მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები