„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გახდა.
მერვედფინალში პსჟ-ზე ვიქტორიის წყალობით კატალონიური გრანდი მეოთხედფინალშიც გავიდა და ტურნირის გამარჯვებაზე პრეტენდენტთა შორის უპირველესი სტატუსიც დაიბრუნა.
ბუქმეკერები „ბლაუგრინას“ საბოლოო გამარჯვებაზე 3.5 ფსონს იღებენ. მეორე ფავორიტად „ბაიერნს“ მიიჩნევენ (კოეფიციენტი 4), მესამე „რეალია“ – 5,5.
პსჟ-თან განმეორებითი შეხვედრის წინ „ბარსელონას“ მომდევნო ეტაპზე გასვლა 8 კოეფიციენტით ფასდებოდა.
„ბარსელონა“ პირველი გუნდია ლიგაზე, რომელიც შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, როდესაც პირველი თამაში ოთხბურთიანი სხვაობით ქონდა წაგებული.
„ბარსას“ მომდევნო მეტოქე 17 მარტს გასამართი წილისყრის შედეგად გაირკვევა.