გუშინ ღამით ყველა იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. წილისყრაში, რომელიც დღეს, მონაკოში, 19 საათსა და 45 წუთზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდება.
პირველ კალათში შემდეგი გუნდები იმყოფებიან:
”ბარსელონა”, “ჩელსი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ბენფიკა”, ”პარი სენ ჟერმენი”, “ზენიტი”, ”პსვ ეინდჰოვენი”.
წარმოგიდგენთ სხვა კალათებში მყოფ გუნდებს:
მე-2 კალათა: “რეალი”, “ატლეტიკო”, “პორტუ”, “არსენალი”, “მანჩესტერი”, “ვალენსია”, “ბაიერი”, “სიტი”.
მე-3 კალათა: “შახტარი”, “სევილია”, “ლიონი”, კიევის “დინამო”, “ოლიმპიაკოსი”, ცსკა, “გალათასარაი”, “რომა”.
მე-4 კალათა: ”ბატე”, მიონხენგლადბახის “ბორუსია”, “ვოლფსბურგი”, ზაგრების “დინამო”, თელ-ავივის “მაკაბი”, “გენტი”, “მალმიო”, “ასტანა”.