LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა ჩვეულებრივ ჩატარდება

53

საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერია ჩემპიონთა ლიგაზე არ იმოქმედებს და მე-5 ტურის შეხვედრები ჩვეულად ჩატარდება. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

“ყველა შეხვედრა ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილი იყო. კლუბებთან და ადგილობრივ მთავრობებთან აქტიურად ვმუშაობთ და სტადიონის დაცვასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები გვაქვს მიღებული.
უეფა არ განიხილავს სტუმარი გულშემატკივრის საკითხს. ამას ქვეყნის მთავრობა უნდა წყვეტდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები