LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო სიყვარულო! სამართლიანობა იზეიმებს – იმ კაცს ჩემივე ხელით დავმარხავ, ამას გპირდები“ – შანაე ბრუკის მეგობარი ბიჭი სოციალურ ქსელში წერს, რომ შურს იძიებს

22708
შანაე და მუდი

თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიელი გოგოს, შანაე ბრუკის გარდაცვალების საქმეზე ცნობილი ალბანელი დიჯეი, მუდი ელ საიდი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შანაესთან მას 2 წლიანი, სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

ამასთანავე, გარდაცვლილის მეგობარი ბიჭი წერს, რომ ისინი დაოჯახებასა და თანაცხოვრებას საქართველოში გეგმავდნენ, თუმცა, ეპიდვითარებამ ამ პროცესს ხელი შეუშალა.

მუდი ელ საიდი შანაეს მკვლელზე შურისძიებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ცხოვრებაში ერთადერთი მისია აკისრია – მოკლას ის ადამიანი, რომელმაც შანაეს სიცოცხლე წაართვა.

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ - რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

ავსტრალიელი ქალი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ბინა ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები.

„ჩემს ცხოვრებაში ერთი მისია მაკისრია – მოვკლა ადამიანი, რომელმაც შანაეს სიცოცხლე წაართვა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, გაატარებს თუ არ მკვლელი დარჩენილ სიცოცხლეს გისოსებს მიღმა, სამართლიანობა იზეიმებს და ის დაიტანჯება ისე, როგორც შანაე აწამა.

ჩემო სიყვარულო! სამართლიანობა იზეიმებს – ამ კაცს ჩემივე ხელით დავმარხავ, ამას გპირდები. საქართველოში ჩამოსვლას დაუყოვნებლივ ვაპირებდი, მაგრამ იმის გამო, რომ ვაქცინირებული არ ვარ, ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს,“- წერს მუდი ელ საიდი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ინგლისურის მასწავლებელი, შანაე ბრუკი 31 ივლისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, სავარაუდო დამნაშავის ფოტო-რობოტი უკვე შედგენილია, სხვა დეტალები კი ამ დრომდე უცნობია.

შანაე ბრუკის ცხედრის ექპერტიზა დასრულებულია – მოკლულ ავსტრალიელს სამშობლოში გადაასვენებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები