მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილს, დევას 19 წელი შეუსრულდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როგორ აღნიშნა იუბილე მოდელმა, მას არც ფოტოები გაუვრცელებია სოციალურ ქსელში, თუმცა დევას მამამ ვენსანმა „ინსტაგრამზე“ საოცრად ამაღელვებელი პოსტი გაავრცელა, სადაც ის ქალიშვილს იუბილეს ულოცავს.
„ჩემო სიყვარულო, ჩემო ღვთაებრივო არსებავ, როგორიც იყავი და როგორიც ახლა ხარ, მაიძულებს მუდამ ვამაყობდე იმით, რომ მე შენი მამა ვარ. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, საუკეთესო წინაა“, – წერს 56 წლის ვენსანი და ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს.
„ისინი მე არჩევანის საშუალებას მუდამ მაძლევდნენ“ – 18 წლის დევა კასელი იტალიური „ვოგის“ სტუმარია
ვიდეო: ვენსან კასელი გვასწავლის, როგორ გადავიღოთ „სელფი“