როგორც ჩანს, მაისი მყარი ჰოლივუდური წყვილების თვეა. სულ რამდენიმე დღის წინ სილვესტერ სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს.
სილვესტერ სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს
აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად გაცილებით დიდი ხანია რაც არის, მათ ერთმანეთი 1988 წელს გაიცნეს და შეხვედრაც მალევე დაიწყეს
და აი, სასიამოვნო დამთხვევა, ქორწინების 23-ე იუბილეს სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკიც აღნიშნავენ. ზუსტად 23 წლის წინ წყვილმა ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცა. ჰოლივუდური წყვილის ქორწილი ნიუ-იორკში, სინაგოგაში გაიმართა.
საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ შავ-თეთრი ფოტო განათავსა და სურათი ასე დაასათაურა: „ჩემო პატარა, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ,“
აღსანიშნავია, რომ 55 წლის სარა ჯესიკა პარკერსა და 58 წლის მეთიუ ბროდერიკს სამი შვილი, 17 წლის ვაჟი და 10 წლის ტყუპი ქალიშვილები ჰყავთ.