LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემო პატარა ჭიამაია, გიცანი, ვიცი რომ შენ ხარ ალექს” – ნატალი ღვედაშვილი

501
BeFunky-collage - 2020-09-17T095544.974

გარდაცვლილი ალექსი პატურაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნიშნების სჯერა. ამბობს, რომ მისი შვილის სული ჭიამაიის სახით მოვიდა მასთან.

“ჭიამაია”. მეგობრებო, ახლავე მოგიყვებით ჭიამაიას ამბავს. როდესაც ალექსიმ დაგვტოვა, პატარა ტაძრის შესასვლელთან პატარა კიბეებზე ვიჯექი სადაც ჩემი შვილის სხეული იყო დასვენებული, ვუყურებდი მას დიდ ხანს გაოგნებული, დამუნჯებული და გარშემო როგორ ირეოდა ხალხი მხოლოდ მათ სილუტებს ვამჩნევდი, თითქოს მთელს პლანეტაზე მარტო ვიყავი, მხოლოდ მე და ეს პატარა ტაძარი, უცებ ქვემოთ დავიხედე და ჩემს ხელზე პატარა ჭიამაი იჯდა, დიდ ხანს ვუყურებდი და ვეფერებოდი. შემდეგ დღეებში ჩემს საძინებელ ოთახში შევნიშნე კედელზე და ცოტა შევცბი, ვიფიქრე დაამთხვევაათქო, შემდეგ კიდევ რამიდენიმე დღეში დივანზე ვიჯექი გავიხედე და ფარდაზე.. და ასე რამდენჯერმე. არ მინდა სიგიჟეს გავდეს, ან სასოწარკვეთილი დედის ფანტაზიის ნაყოფს, არ ვარ ფანატიკოსი არც გადარეული.. პირიქით ზრდასრულ ცხოვრრბაში“ურწმუნო თომას” ვგავდი, არ მჯეროდა სასწაულების, არც დიდად ახლა, მაგრამ ეს ჭიამაია კიდევ ბევრჯერ შევნიშნე როდესაც ყველაზე მეტად მიმძიბდება ხოლმე სული. ბავშვობაშიც მქონია შემთხვევები როდესაც ჭიამაია მოფრენილა ჩემთან მაგრამ ასეთი სიხშირით როგორც ახლა არასოდეს ყოფილა.. ბავშვობაში მახსოვს ამბობდნენ ხოლმე თუ ეიამაიას ნახავ რამე ჩაიფიქრე და ის ღმერთთან მიიტანს შენს სურვილსო და ამას აუცილებლად ვაკეთებდი ხოლმე ყოველ ჯერზე და მთელი გულით მჯეროდა რომ ის მართლა ღმერთთან მიფრინდებოდა და გადასცემდა ჩვენს სურვილებს. მე კი ახლა მგონია, რომ ეს ჭიამაია ალექსის სულია რომელიც პერიოდულად მოდის ჩემთან და მამშვიდებს. ასევე მომევლინა დღეს, როდესაც მაგიდასთან ვიჯექი ვითომდა წიგნის კითხვით გართული, ჩემი ცრემლები წიგნის ფურცელებს ეწვეთებოდა, ხელზე დავიხედე და რას ვხედავ? ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. ნამეტანი ხშირი დამთხვევაა იმისა რომ სასწაული ვიწამო. მე მჯერა ნიშნების, მადლობა ღმერთო. მეგობრებო, შეამჩნიეთ გარშემო ნიშნები. ჩემო პატარა ჭიამაია, გიცანი, ვიცი რომ შენ ხარ. ალექს  «ჭეშმარიტი რეალისტი, თუ ის მორწმუნე არ არის, ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალასა და უნარს, სასწაულიც კი არ ირწმუნოს. რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან” ( დოსტოევსკი)” – წერს 

პატურაშვილის დედა: “დილით მოფრინდა ეს ბეღურა, ალექს იმედია შენ ხარ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები