LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემნაირი მეამბოხე, „მურაბა“, ბუმბულივით მჩატე გოგო, სასწრაფოდ ეძებს ჯიგარ მძღოლს“ – რა განცხადებას ავრცელებს კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი

576
ფორტუნა (35)

ცნობილი ფოტოგრაფი და კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი ანა გოგუაძე მძღოლს ეძებს, რომელიც მას გადაადგილებაში დაეხმარება. ამის შესახებ ანა სოციალურ ქსელში წერს:

„განცხადება! ჩემნაირი მეამბოხე, “მურაბა”, ბუმბულივით მჩატე გოგო, სასწრაფოდ ეძებს ჯიგარ მძღოლს! ? იღბლიანი კანდიდატი უნდა იყოს A კატეგორიის ტაქსის მძღოლი. ??‍? გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 1-2 საათი.

? ბიუჯეტი 900 ეროვნული.
ერთგულ მეგობრებს გთხოვთ, გააზიაროთ აღნიშნული დეპეშა, რათა სწრაფად მივაგნო მას.

? აგერ ნომერიც: 571291020“. – წერს ანა გოდუაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები