LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა მეუღლემ სკუტერი დიდ ორმოში ჩაარტყა, ვიღაცამ დაინახა ადამიანი როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა…სად არის ადამიანობა?” – მაკა ძაგანია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

208
BeFunky-collage - 2023-04-18T220345.968

მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან”, თინას როლში გაიცნო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვარ..

ჩემი მეუღლე ვოლტის კურიერია, დღეს ცინცაძეზე დიდ ორმოში ჩაარტყა სკუტერი და ძლივს გადარჩა რომ არ დამტვრეულიყო ( რატომ გვაქვს გზები ასეთი მოუწესრიგებელი!!!) მაგრამ სხვა რამეს გიყვებით, მოკლედ ჩარტყმის დროს ტელეფონი ამოხტა ჩასადებიდან და გაფრინდა. ჩემმა მეუღლემ შეძლო თავის შეკავება, რომ არ დამტვრეულიყო და მობრუნება ტელეფონის ასაღებად რომელიც არც კი იცოდა ვარგოდა თუ არ.

ჰოი საოცრებავ, ვიღაცამ დაინახა ადამიანი როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა.

კითხვა 1) 21-ე საუკუნეში ვინმე არის ისეთი, რომელმაც არ იცის რომ მოპარულ ტელეფონს ვერ იხმარს?

კითხვა 2) სად დავკარგეთ ადამიანობა? ხედავ ადამიანი წვალობს შრომობს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ტელეფონი, თან ხედავ, რომ კინაღამ დაიმტვრა და ასეთ რამეს აკეთებ.

გვეშველება ოდესმე რამე…სად გაქრა ადამიანობა? იმის მაგივრად ხელი გაუწოდო ადამიანს რომელიც იქცევა, პირიქით ხელს კრავთ? გული მწყდება ამ საზოგადოების ნაწილი რომ ვარ”, – წერს მაკა ძაგანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები