ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს ავრცელებს:
“ჩემმა მეუღლემ ქუთაისის ბულვარში, (სადაც დაქალებთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე) იპოვა საფულე. როგორც წესიერმა ადამიანმა ეგრევე დარეკა პატრულში. საფულეში თანხასთან ერთად იყო პიროვნების მართვის მოწმობა და სხვა მრავალი მადენტიფიცირებელი დოკუმენტი. პოლიციამ ჯერ ვერსად ვერ წახვალთო გამოუცხადეს სალის, იქნებ სულაც თქვენი მოპარულია ეს საფულე და თანხაც გაქვთ ამოკლებულიო. მოძებნეს პატრონი, რომელმაც თქვა, რომ თანხაც და საბუთებიც უკლებლივ არისო, ბაღში ვიჯექი და ალბათ ამომივარდაო.
მადლობა პატრულს და საფულის მეპატრონეს, რომ ჩემი მეუღლე არ დააპატიმრეს.
P.S. აწი ისწავლის ჭკუას. როცა ფულს ნახავს მის ქმარს დაურეკოს და არა პოლიციას”, – წერს დათო ლიკლიკაძე.