LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემისთანა დაჩაგრული” – მოკლული პოლიციელის ოჯახის ემოციური სიმღერა [ვიდეო]

232

სოციალურ ქსელში ბექა მარგიშვილის მეუღლის მარიამ სეფისკვერაძის და მისი შვილის ოთო მარგიშვილის მიერ შესრულებულ სიმღერა ვრცელდება.

სიმღერას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თეა პერტაია ავრცელებს.

“გმირი პოლიციელის ფრთამოტეხილი ოჯახის ფრთიანი სიმღერა… ოთო მარგიშვილი, მარიამ სეფისკვერაძე, მადლობა, რომ გამიზიარე…”, – წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია.

ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, 2015 წელს, თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.

ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაც ედება ბრალად.

ის 10 აპრილს ბორჯომში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ბექა მარგიშვილის სოც. ქსელში მის მიერ შესრულებული სიმღერებით და ლექსებითაც იყო ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები