თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ბოლო ინტერვიუს იხსენებს.
„თენგიზის ბოლო ინტერვიუ და ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი, დუმილი.. და ძლივს წარმოთქმული ერთი ფრაზა, უნდა გააგრძელო, არ გაჩერდე..
უფრო დიდი ზნეობრივი მაგალითი კაცობისა თითქმის არ მახსენდება, ზნეობრივი კოდექსის უმაღლესი თამასა და ინდიკატორი.
დიდი კაცი წავიდა, სიტყვა კა ცის მნიშვნელობის განმსაზღვრელი.
თენგიზის ბოლო ინტერვიუ და ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი, დუმილი… და ძლივს…
Posted by Nikoloz Tsulukidze on შაბათი, 28 ოქტომბერი, 2023
როგორც მურმან ლებანიძემ თქვა მასზე „ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე,“ – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.