LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები – ილია მეორე

15894430_1199336466809494_2592777903413231085_n

ქაშვეთის ტაძარში, სადაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები არიან დასვენებული პანაშვიდი აღევლინა.

პანაშვიდზე სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე თბილისის მერი კახი კალაძე.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები,” – ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები