მომღერალი გია სურამელაშვილი მისი შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ის ე.წ ქურდული სამყაროს წევრია, უარყოფს.
როგორც მომღერალი „მთავართან“ ყვება, ჭორი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი შვილი საფრანგეთში ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას შეესწრო, მან კი გაშვლება სცადა, რის შემდეგაც ნუგზარ სურამელაშვილი დააკავეს.
ნუგზარ სურამელაშვილი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. პროცესი 19 აპრილს გაიმართება.
„ეს იყო ჩველებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი მოხვდა. 2 დღე იჯდა ციხეში და გამოუშვეს, თუმცა არსებობს საშიშროება.
არავითარი ქურდი არ არის, ეს არის ერთი ვაჟკაცი ბიჭი, რომელიც კარგად, ლამაზად ცხოვრობს“- აცხადებს სურამელაშვილი.
მომღერალი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.