LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი ომში არ წავა, ბრძოლა არ იცის” – რუსი პროპაგანდისტი ოლეგ გაზმანოვი თავის მართლების რეჟიმშია

208
ოლეგ-გაზმანოვი

კრემლის პროპაგანდისტი ოლეგ გაზმანოვი, რომელიც პირველივე დღიდან მხარს უჭერდა რუსულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, ამჯერად თავის მართლების რეჟიმშია. მედიამ გაარკვია, რომ გაზმანოვის ვაჟი, როდიონ გაზმანოვი უარს ამბობს ომში მონაწილეობაზე და რუსული არმიის რიგებში გაწევრიანებაზე.

ამ დრომდე უცნობია, მიუვიდა თუ არა ოფიციალური გაწვევა როდიონ გაზმანოვს, რომელიც მამის მსგავსად, რუსული აგრესიის მომხრეა. ამ თემაზე თავის მართლება მოუწია თავად 71 წლის გაზმანოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილს, უბრალოდ, საბრძოლო უნარები არ აქვს: „ჩემი შვილი ომში არ წავა, ბრძოლა არ იცის“ – ამბობს რუსი პროპაგანდისტი ამ ფაქტის კომენტირებისას.

„რთული პერიოდი მიდგას, მაბულინგებენ“ –  გაზმანოვი ტელეფონის ნომერს ცვლის და ფანებს დახმარებას სთხოვს

7-ზე ტუალეტი, 13-ზე კიევის აღება, 18-ზე გაზმანოვის კონცერტი – რა დოკუმენტს ასაჯაროებს რუსული მედია 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის დაუსწრებლად დაკავების ორდერი გასცა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები