LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვებულება ოჯახში კოვიდით დაიწყო.. ცემინება, ყელის სიმშრალე და კუნთების ტკივილი დღეიდან აღარ გვიშლის ხელს ერთად ყოფნით ვხარობდეთ“ – რას წერს ნინო არაზაშვილი

352
BeFunky-collage (7)

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო არაზაშვილი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უზიარებს მეგობრებს.

“სანდროს ახალი სამსახურებრივი ეტაპი და ჩემი შვებულება ოჯახში კოვიდით დაიწყო. კარგი შანსია მეტი დრო გავატაროთ ერთად სამივემ.

ცემინება, ყელის სიმშრალე და კუნთების ტკივილი დღეიდან აღარ გვიშლის ხელს ერთად ყოფნით ვხარობდეთ, რადგან მესამე დღეს ბავშვსაც დადებითი დინამიკა აქვს. 2 დღე-ღამის განმავლობაში 40-მდე ძნელადსამართავმა სიცხეებმაც დაიწია და 38.5 გრადუსს აღარ აჭარბებს.

უკეთშეცნობის დღეები კარგი გამოცდაა ერთმანეთზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.

ამიტომაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

ხვალ მნიშვნელოვან ოჯახურ თარიღსაც ერთად აღვნიშნავთ და ამაზე აუცილებლად დავწერ კიდევ”, – წერს ნინო არაზაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები