შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არაერთი პოსტი გავრცელდა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული ადამიანების მიერ.
ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ რაჭველი ხალხის თანადგომის, მხარდაჭერის გამო.
„ჩემი რაჭა და ჩემი რაჭველები ყველა ფეხზე დგას! ნამდვილად საამაყო და სამაგალითო.. იმიტომ არა, რომ ჩემი კუთხეა, ამას ყველა ერთად ვხედავთ და ვგრძნობთ! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა სიკეთის მკეთებელი ადამიანი. ვინც გვეხმარება და გვამარაგებს მეხანძრე-მაშველებს, ყველას სახელით გამოვხატავ მადლიერებას, თქვენ გენაცვალეთ რაჭველებო, მადლობა!!“, – წერს ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველი სოციალურ ქსელში.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა